ნინოწმინდაში ორი მამაკაცი მოკლეს

ნინოწმინდაში ორი მამაკაცი მოკლეს

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში ორი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ რამდენიმე ადამიანს შორს შელაპარაკება უძღოდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზეა გახსნილი, თუმცა შსს-ში დაკავებულთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობენ. უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება და დამატებით ინფორმაციას საქმეზე მოგვიანებით გაავრცელებენ.

იხილეთ ვიდეო: ნინოწმინდაში ორი მამაკაცი მოკლეს - რა მოხდა შემთხვევამდე?

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს