სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა - შსს ნინოწმინდაში მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს

სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა - შსს ნინოწმინდაში მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ. - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: მკვლელობით დასრულებული სუფრა ნინოწმინდაში: დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც საკუთარ სახლში მყოფი ორი სტუმრის დანით მკვლელობა ბრალდება

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს