ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩანჩქერთან მოზარდების 6-კაციანი ჯგუფია დარჩენილი

ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩანჩქერთან მოზარდების 6-კაციანი ჯგუფია დარჩენილი

ლაგოდეხში, უამინდობის შედეგად მდინარე ნინოსხევი ადიდდა, რის გამოც მდინარის მეორე ნაპირთან დარჩენილი 6 მოზარდი გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი სამაშველო ძალა.

„6 ბავშვია მდინარის ადიდების გამო ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე ნაპირზე დარჩენილი. ამ ეტაპზე ისინი სრულიად უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან, შედარებით ამაღლებულ ადგილზე არიან, თუმცა მეორე ნაპირზე. ვინაიდან ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის, მობილიზებულია ცოცხალი ძალა. ადგილზე ამ დროისთვის 9 მაშველი იმყოფება. როდესაც ბავშვები სიმაღლიდან ჩამოვლენ, სამაშველო ჯგუფი მათ გამოყვანას დაიწყებს. მათ ადიდებული მდინარის მეორე ნაპირიდან თოკების დახმარებით გამოიყვანენ“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იხილეთ ვიდეო: ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო მოზარდების 6-კაციანი ჯგუფია დარჩენილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი