"შეიძლება, მას ნებისმიერი გოგო დამსგავსებოდა..." - ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც რობოტ სოფიას ამსგავსებენ

"შეიძლება, მას ნებისმიერი გოგო დამსგავსებოდა..." - ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც რობოტ სოფიას ამსგავსებენ

ახლახან, მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტი მოქალაქე - სოფია თბილისს "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტზე დასასწრებად ეწვია და აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მისმა ვიზიტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოდრი ჰეპბერნის გარეგნობის მიხედვით შექმნილ რობოტს თავზე თმა არ აქვს, რადგან მისი ტვინი ისე ხურდება, რომ თავის ქალის დახურვა არ შეიძლება... 21 წლის ნინო გოთოშიას რობოტ სოფიას ამსგავსებენ, რის გამოც გოგონა ხუმრობდა: როცა ამის შესახებ აღნიშნავენ, არ ვიცი, ქათინაურად მივიღო თუ არაო.

- ჩემი და რობოტ სოფიას მსგავსების თემა ჩემმა სამეგობრომ წამოსწია, რადგან თმა მეც გადაპარსული მაქვს. მეგობრები ხუმრობდნენ, ნამდვილად რობოტი ხარო (იცინის). თურმე, ასე მიიჩნევენ, მაგრამ ამ შემთხვევამდე ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამთ.

- ანუ თავშეკავებული ადამიანი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ რამისგან თავს ვიკავებ. უბრალოდ, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა.

- ჰუმანოიდ რობოტ სოფიას კიდევ რით ჰგავხარ?

- სიმართლე გითხრა, ვიდრე არ მითხრეს, ჰგავხარო, არც დავკვირვებივარ. ამბობენ, თითქოს სახის ნაკვთებით მგავს, ვფიქრობ, არც ძალიან. შეიძლება, მას ნებისმიერი გოგო დამსგავსებოდა, ვინც თმას გადაიპარსავდა, ამაში განსაკუთრებული არაფერია.

- საქართველოში სოფიას ვიზიტის თემა შენს ყურადღებას მანამდეც იქცევდა, ვიდრე მას მიგამსგავსებდნენ?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან ხელოვნური ინტელექტი, ჰუმანოიდი რობოტის არსებობა, განსაკუთრებით კი მისი ისეთ ღონისძიებაში ჩართვა, როგორიც ეს ფორუმი იყო, ძალზე მნიშვნელოვანია.

- ფიქრობ, ჰუმანოიდ რობოტებს კაცობრიობისთვის სიკეთის მოტანა შეუძლიათ?

- ჰუმანოიდი რობოტები ბევრ საკითხს ეფექტიანად და სწრაფად გადაჭრიან, ვიდრე ადამიანი. მაგრამ ემოციურად ისინი ისეთი განვითარებულები ვერ იქნებიან, როგორებიც ადამიანები არიან. ჰუმანოიდ რობოტში იდეა ვერ დაიბადება, რაც ადამიანის ძალიან დიდი უპირატესობაა.

განაგრძეთ კითხვა

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

დღეს ფილმს "შინდისი" მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ

შს მინისტრმა ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებს სურვილები აუსრულა - "მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის"