როგორი ამინდია მოსალოდნელი ზღვისპირეთში - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი ზღვისპირეთში - უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 აგვისტოს, შავი ზღვის სანაპიროზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, უახლოესი სამი დღის განმავლობაში სრული გამოდარება არაა მოსალოდნელი.

„პერიოდულად ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია. ხვალ ტემპერატურა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში +24-29 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, თბილისში +28 გრადუსი. ხვალ დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი - ზოგიერთ ადგილზე. 14-15 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან იწვიმებს, დაბლობზე და შავი ზღვის სანაპიროზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. სტიქიურ მოვლენებს აღარ ველოდებით. გუშინ დაფიქსირდა ძალიან დაბალი ტემპერატურა, თბილისში იყო 21 გრადუსი, კახეთში კი 16-19 გრადუსამდე“, - განაცხადა ნიორაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ