მამისგან რაც შეიძლება შორს - ანჯელინა ჯოლის შვილებთან ერთად ლონდონში ცხოვრება სურს

მამისგან რაც შეიძლება შორს - ანჯელინა ჯოლის შვილებთან ერთად ლონდონში ცხოვრება სურს

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის სამართლებრივი დავა, როგორც ჩანს, სულ უფრო მწვავდება. Hollywood Life-ის ინფორმაციით, პიტს ეშინია, რომ ყოფილი ცოლი შვილებთან ერთად ლონდონში გადავა საცხოვრებლად.

„საიდუმლო არავისთვის არის, რომ ანჯელინას სურს, შვილებზე სრული მეურვეობა ჰქონდეს და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდეს. ბრედი კი წინააღმდეგია, შვილების სანახავად 7 საათიანი ფრენა სჭირდებოდეს,“ - ამბობს ჯოლისთან დაახლოებული წყარო.

ბავშვების გამო ანჯელინა და ბრედი, ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოხვდნენ მედიის ყურადღების ცენტრში. ჯოლი სასამართლოში ამტკიცებს, რომ ყოფილი ქმარი შვილებს - მედოქსს, პაქსს, ზაჰარას, შაილოს, ნოქსსა და ვივიენს ფინანსურად არ ეხმარება.

საპასუხო საჩივარი დაწერა ბრედ პიტმაც - მისი თქმით, ის ცოლს დაეხმარა სახლის შეძენაში, იხდის გადასახადებს.

მსახიობებთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ბრედსა და ანჯელინას საერთო ენის გამონახვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უჭირთ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ