ავტორი:

"ცაციების დღე" - ვინ იყო პოლიციელი, ვის სახელსაც ამ დღის დაარსება უკავშირდება და ვინ არიან ცნობილი ცაციები

"ცაციების დღე" - ვინ იყო პოლიციელი, ვის სახელსაც ამ დღის დაარსება უკავშირდება და ვინ არიან ცნობილი ცაციები

დღეს ცაციების საერთაშორისო დღეა. როგორც სხვა დანარჩენ მნიშვნელოვან თარიღებს, ცაციების დღესაც აქვს თავისი ისტორია - "ცაციების მოძრაობა" 1980 წლიდან იღებს სათავეს, მაშინ, როდესაც აშშ-ის პოლიციის თანამშრომელი ფრანკლინ უინბორნი მხოლოდ იმიტომ გააგდეს სამსახურიდან, რომ კამუფლაჟს მარცხენა ხელით იცვამდა, იარაღს მარცხენა ხელით იმაგრებდა და საერთოდ, მარცხენა ხელს უკეთ იყენებდა, რაც წესდებით აკრძალული იყო...

ამას მოჰყვა კიდევ ერთი ფაქტი - ცაცია რობერტ გრინი კონვერტებს მარცხენა ხელით ახარისხებდა, რაზეც ხელმძღვანელმა მოსთხოვა, რომ მარჯვენა ხელით ემუშავა. პასუხად გრინმა სასამართლოს მიმართა... ასე დაარსდა კანზასის შტატში ცაციების საერთაშორისო ორგანიზაცია "თქმულება ცაციებზე".

მოძრაობა იმდენად მასშტაბური გახდა, რომ 1992 წელს ბრიტანეთში "ცაციათა კლუბი" დაარსდა, რომლის ინიციატივითაც 13 აგვისტო ცაციების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. არც ისე დიდი ხნის წინ "მარცხენა ხელის უპირატესობა" იმდენად მიუღებელი იყო, რომ რამის დანაშაულად, ფიზიკურ ნაკლად, ავადმყოფობად თვლიდნენ და ცაციების "გამოსწორებას" ცდილობდნენ. ეს პათოსი საბჭოთა პერიოდშიც აქტუალური იყო...

ცაციების მიმართ ალმაცერ დამოკიდებულებას, როგორც რიგითი ცაციაც ვერ გადავურჩი - დაწყებითების მასწავლებელი დაჟინებით მთხოვდა, საწერი კალამი მარჯვენა ხელში დამეჭირა. შედეგად, ახლა ორივე ხელით ვწერ, "ღირსეული ბატიფეხურით".

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ცაციები უფრო ემოციურები არიან და საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვთ საკუთარ ქვეცნობიერთან, რაც ინტუიციის განვითარებას უწყობს ხელს. მათი დიდი ნაწილი შემოქმედებითი აზროვნებით და ნიჭით არის დაჯილდოებული. ამ თვისებების მქონე ადამიანებს იშვიათად ემართებათ დეპრესია, რადგან ისინი მდიდარი შემოქმედებითი ნიჭის დახმარებით რთული ვითარებიდან გამოძრომას ყოველთვის ახერხებენ... ასევე კვლევების თანახმად, მათ უჭირთ ტყუილი და სიყალბე.

სპეციალსტების თქმით, ცაციები ნაკლებად ცდილობენ პოპულარობას; მათ ძალიან უყვართ მხიარული ფერები და ცხოველები; ცაციებს უფრო მალე უყვარდებათ, რაც შესაძლოა, მათი ემოციურობით აიხსნებოდეს; ცაციები კერძებიდან უპირატესობას ხორცეულს ანიჭებენ. თუმცა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა.

ცაციები დედამიწის მოსახლეობის 10-17%-ს შეადგენდნენ, მაშინ როდესაც 1930-იან წლებში ისინი მხოლოდ 3%-დან 5-%-მდე იყვნენ. შესაძლოა, ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ მაშინ მინუსად ითვლებოდა და ბევრი არც კი ამხელდა ამას. მედიკოსების თქმით, ცაციობა გენეტიკურიც შეიძლება იყოს, თუ მშობლიდან ერთ-ერთი მაინც ცაციაა.

იმ ცნობილი ადამიანების არასრული სია, რომელთათვისაც მარცხენა მარჯვენასავით მოხერხებული იყო, ასეთია - იულიუს კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი, მაჰათმა განდი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ოტტო ბისმარკი, ბენჟამენ ფრანკლინი, უინსტონ ჩერჩილი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში უფროსი, ბილ კლინტონი, ფიდელ კასტრო, ბენიამინ ნეთიანიაჰუ, ბარაქ ობამა...

ხელოვნების სფეროში გამოჩენილი მოღვაწეები: ლეონარდო და ვინჩი, ალბერტ აინშტაინი, ისააკ ნიუტონი, ნიკოლა ტესლა, ბილ გეითსი, გარი კასპაროვი, ჰენრი ფორდი, რაფაელო სანტი, მიქელანჯელო, პაბლო პიკასო, ოგიუსტ როდენი, პიტერ რუბენსი...

მუსიკოსები: ნიკოლა პაგანინი, ლიუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ამადეო მოცარტი, ფრედეკი შოპენი, სერგეი რახმანინოვი, პოლ მაკარტნი, ბობ დილანი, სტინგი, ემინემი...

მსახიობები: ჩარლი ჩაპლინი, მერლინ მონრო, გრეტა გარბო, ჯიმ ქერი, ტომ კრუზი, ანჯელინა ჯოლი, მილა იოვოვოჩი, ნიკოლ კიდმანი, ჯულია რობერთსი, მორგან ფრიმანი, დემი მური, პირს ბროსნანი, სკარლეტ იოჰანსონი...

რეჟისორი: ჯეიმს კამერონი...

ცნობილი ქართველი ცაციების შესახებ ბევრი ვერაფერი ინფორმაცია მოვიპოვეთ, გარდა იმისა, რომ ზაალ სულაკაური მარცხენა ხელით ხატავს და კიდევ, არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილიც ცაციაა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე