ავტორი:

ტემპერატურა 33 გრადუსს არ გადააჭარბებს - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

ტემპერატურა 33 გრადუსს არ გადააჭარბებს - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსი აცხადებს, რომ 17 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე წვიმა.

რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია 30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, 17 აგვისტოს, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 32-33 გრადუსს მიაღწიოს.

მისივე თქმით, 18 აგვისტოდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.

იხილეთ ვიდეო: აგვისტოს რომელ რიცხვამდე იქნება უმეტესად უნალექო ამინდი?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ