ავტორი:

"ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ!" - სალომე ზურაბიშვილი მედიას მიმართავს

"ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ!" - სალომე ზურაბიშვილი მედიას მიმართავს

ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ, - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის გაღიზიანება და მედიის წარმომადგენლებისადმი აღნიშნული მიმართვა სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა.

"უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ "ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

"ახლა აბსურდული რაღაც უნდა ვთქვა, რომ თუკი უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება ზურაბიშვილის მიმართ, ეს არ იმოქმედებს მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს. ორი სხვადასხვა რამეა, ერთი - შენი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და მეორე, რომ ამ გადაწყვეტილების პროცესში შენ იყო რეალისტი და უყურებდე, რა ხდება ქვეყანაში და ვისი იმედით შეიძლება იყო. მე რომ ვერ ვიქნები სხვა პარტიების იმედით, ეს ფაქტია.

მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი. ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც გარკვეულწილად მხარს დამიჭერს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები