ავტორი:

"ბორჯომის" ფეხბურთელი ავარიაში დაიღუპა

"ბორჯომის" ფეხბურთელი ავარიაში დაიღუპა

14 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბ "ბორჯომის" ფეხბურთელი თედო კაკულია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი მოტოციკლით მოძრაობისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

კაკულია ბოლო რვა თვის განმავლობაში თამაშობდა საფეხბურთო კლუბ „ბორჯომში“. იქამდე კი თბილისის "დინამოში," რუსთავის "მეტალურგში," ფოთის "კოლხეთსა" და გორის "დილაში" თამაშობდა.

"დიდი ტრაგედია მოხდა... არამარტო ჩვენს გუნდში, არამედ ყველასთვის. ჩვენი გუნდის ფეხბურთელო თედო კაკულია გარდაიცვალა, ვუსამძიმრებთ თედოს ოჯახს და დიდი გულის ტკენას განვიცდით, მადლობა თედო ყველაფერისთვის... უფალს ებარებოდე, მუდამ ჩვენს გულბში იქნები", - სამძიმრის წერილს აქვეყნებს საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი".

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო