ავტორი:

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის პირადი ცხოვრება - ვინ იყო ლეილა ალიევას მეუღლე, რომელსაც 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის პირადი ცხოვრება - ვინ იყო ლეილა ალიევას მეუღლე, რომელსაც 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ქალიშვილი, ლეილა ალიევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ქვეყნის პირველი პირი სხვადასხვა ღონისძიებაზე ქალიშვილთან ერთად ხშირად ჩნდება. ლეილა საზოგადოებრივ საქმიანობაშია ჩართული და აზერბაიჯანის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ეწევა.

ბავშვობა და სტუდენტობა

ლეილა ალიევა 1984 წლის 3 ივლისს, მოსკოვში დაიბადა. მას ჰყავს და არზუ, რომელიც კინოპროდიუსერია და ძმა ჰეიდარი - აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის სტუდენტი. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დაიბადა სასკოლო განათლება მან ბაქოსგიმნაზიურ სკოლაში მიიღო. ეს სკოლა თავის დროზე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაამთავრა, მათ შორის აზერბაიჯანელმა მწერლებმა, მსახიობებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. 2000 წელს გოგონამ ევროპის ბიზნეს სკოლაში ჩააბარა, მოგვიანებით კი მაგისტრატურა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა.

საქმიანობა

2006 წელს გოგონა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. 2007 წელს ლეილა "ჰეიდარ ალიევის ფონდის" წარმომადგენელი გახდა რუსეთის ფედერაციაში. ფონდი ლეილას დედამ, აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ მამამთილის საპატივცემულოდ დააფუძნა და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის ეროვნული ღირებულებების გადაცემა და მათი აქტიურობა ამ საქმიანობაში.

2007 წლის 19 დეკემბერს რუსეთის დედაქალაქში ჟურნალ "ბაქოს“ პირველი ნომერი გამოვიდა, რომლის მთავარი რედაქტორი ლეილა გახლდათ. ჟურნალი რუსულ ენაზე გამოდის და სტატიები ეძღვნება აზერბაიჯანის ისტორიას, ხელოვნებას, კულტურას, ტრადიციებსა და თანამედროვე ცხოვრებას. 2011 წელს ლონდონში გაიმართა ჟურნალ "ბაქოს“ ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. 2008 წლიდან ლეილა, როგორც მთავარი კოორდინატორი, მონაწილეობას იღებს ისლამური სახელმწიფოების ახალგაზრდულ ფორუმში.

ლეილა ალიევას ეკუთვნის ინიციატივა, რომლის თანახმადაც მან რუსეთში ჩამოაყალიბა აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია რუსეთში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელების გაერთიანება და თავიანთი ტრადიციების პროპაგანდა. 2011 წელს ლეილა ალიევა "ჰეიდარ ალიევის ფონდის" ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამავე წელს, აზერბაიჯანის დიასპორის განვითარებაში, ნაყოფიერი საქმიანობასთვის ილჰამ ალიევის ბრძანებით ლეილას მედალი გადასცეს. 2015 წლის შემოდგომაზე რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და საზღვარგარეთ რუსული ენის პოპულარიზებისთვის ვლადიმირ პუტინმა ლეილა ალიევა პუშკინის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

ლეილა ჰეიდარ ალიევთან ერთად

პირადი ცხოვრება

2006 წელს ლეილა რუსული ჰოლდინგის CrocusGroup-ის ვიცე-პრეზიდენტს, რუსეთში მოღვაწე წარმოშობით აზერბაიჯანელ მომღერალს, ემინ აგალაროვს გაჰყვა ცოლად. მომავალ მეუღლეს გოგონა პირველად სათხილამურო კურორტ სანტ-მორისზე შეხვდა. იმისათვის, რომ ლეილა ემინთან პაემანზე წასულიყო, ბიჭი ნებართვას ილჰამ ალიევისგან იღებდა. ქორწილში ალიევების მხრიდან 150 კაცი დაპატიჟეს, ემინისგან კი - 90. ცერემონიის შემდგომი წვეულება მოსკოვის დიდ სავაჭრო ცენტრში "Crocus City Mall"-ში გაიმართა. არაოფიციალური ინფორმაციით, საბანკეტო დარბაზისთვის ჩარტერული რეისით ათასი ორქიდეა და თეთრი ვარდი ჩაიტანეს. თაფლობის თვე წყვილმა მალდივებზე გაატარა.

2008 წლის 1 დეკემბერს აშშ-ის ერთ-ერთ სამშობიაროში ლეილას ტყუპი ბიჭი - ალი და მიქაელი ეყოლა. 9-წლიანია თანაცხოვრების შემდეგ, 2015 წლის მაისში წყვილი განქორწინდა. როგორც მოგვიანებით ემინ აგალაროვმა განაცხადა, წყვილმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო. მუსიკოსმა ისიც დაამატა, რომ ახლა მათი ურთიერთობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ქორწინების დროს...წაიკითხეთ სრულად

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე