ავტორი:

76 წლის ასაკში არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. "სოულის დედოფალი" საკუთარ სახლში, დეტროიტში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მომღერლის პუბლიცისტმა გამოცემა Associated Press-ს დაუდასტურა.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია ლეგენდარული მომღერლის მძიმედ ყოფნის შესახებ. ის დეტროიტში მის მეგობრებთან და ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ოჯახის წევრებმა NBC-ს განუცხადეს, რომ მომღერალი "უმძიმეს მდგომარეობაში" იყო.

არეტა ფრანკლინი 2011 წლიდან კიბოს ებრძოდა, მან ბოლო კონცერტი 2017 წელს გამართა, მას შემდეგ კი ექიმებმა ურჩიეს სიმღერისგან დაესვენა.

45-წლიანი კარიერის განმავლობაში ფრანკლინს მიღებული აქვს 18 გრემი, 1987 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა როკენ როლის დიდების დარბაზში, 2005 წელს კი დიდი ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. 1999 წელს იგი დააჯილდოვა პრეზიდენტმა კლინტონმა ეროვნული ხელოვნების მედლით, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა 2005 წელს თავისუფლების მედლით.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს