ავტორი:

დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი ზურაბიშვილს: "ვაკვირდებით მოვლენებს"

დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი ზურაბიშვილს: "ვაკვირდებით მოვლენებს"

ჩვენმა გუნდმა აიღო რამდენიმეკვირიანი პაუზა და ვაკვირდებით მოვლენებს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას იმასთან დაკავშირებით, დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველი გუნდი აკვირდება იმასაც, თუ რომელი კანდიდატები დარეგისტრირდებიან და ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო რამდენიმეკვირიანი პაუზა. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ამავე დროს ვაკვირდებით იმასაც, თუ რომელი კანდიდატი დარეგისტრირდება და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები