ავტორი:

თურქები iPhone-ებს ამსხვერევენ - როდის დასრულდება ამერიკა-თურქეთის დაპირისპირება?

თურქები iPhone-ებს ამსხვერევენ - როდის დასრულდება ამერიკა-თურქეთის დაპირისპირება?

ამერიკა-თურქეთის დაპირისპირების ფონზე გასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა საქართველოსთვისაც. თურქეთისთვის დაწესებულმა ამერიკულმა სანქციებმა ლირა ისტორიულ მინიმუმადე გააუფასურა, უარყოფითი მოლოდინების გამო კი ქართული ლარიც გაუფასურდა.

შეიძლება თუ არა მოგვარდეს ამერიკისა და თურქეთის დავა ახლო მომავალში? - ეს არის კითხვა, რომელიც ახლა ძალიან ბევრს აინტერესებს. პასუხი უარყოფითია, ამას კი თურქეთში არსებული რეალობაც ამყარებს.

15 აგვისტოს, თურქულმა სასამართლომ ამერიკელი პასტორის აპელაცია არ დააკმაყოფილა და შინა პატიმრობაში დატოვა. ეს იმ ფონზე, როდესაც თურქეთში დაპატიმრებული Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის უფროსი თანერ კილიჩი იმავე დღეს გაანთავისუფლა. საინტერესოა, რომ ორივე მათგანს ერთი და იგივე ბრალდება აქვს წაყენებული - ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირი.

ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის შინა პატიმრობაში დატოვება თურქეთის პრეზიდენტისთვის ჯერჯერობით მაინც ძალიან პრინციპული საკითხია და მას უახლოეს მომავალში ნამდვილად არ გაათავისუფლებენ.მეორე მხრივ, ამერიკელი პასტორის გათავისუფლება ასევე პრიციპულ მნიშვნელობას ატარებს ამერიკისთვის, ამიტომაც განაცხადეს თეთრ სახლში, რომ თურქეთისთვის დაწესებული სანქციები არათუ მოიხსნება, არამედ შეიძლება კიდევ უფრო გამრავლაფეროვნდეს.

ერდოღანს რომ დიდი მხარდაჭერა აქვს, ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს - 14 აგვისტოს ერდოღანმა მოსახლეობას ამერიკული ელექტრონიკის ბოიკოტისკენ მოუწოდა. "მათ თუ iPhone-ები აქვთ, მეორე მხარეს "სამსუნგი" აქვს, ჩვენ კი ჩვენი "ვესტელი" გვაქვს", - განაცხადა მან. გარდა ამისა, ერდოღანმა დოლარის გაყიდვისა და ლირას შეძენისკენაც მოუწოდა მოსახლეობას. ამ განცხადებების შემდეგ, ფაქტობრივად, იმავე დღეს სტამბულის ისტორიულ, ემინონუს უბანში 100 000 ამერიკული დოლარი გაიყიდა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც რიგითი თურქები iPhone-ებს საკუთარი ნებით ამსხვრევენ წაიკითხეთ მეტი და ნახეთ ვიდეო

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე