ავტორი:

"ყველაზე საზარელი კატასტროფა ბოლო 100 წლის განმავლობაში" - ინდოეთში წყალდიდობას უკვე 324 ადამიანი ემსხვერპლა

"ყველაზე საზარელი კატასტროფა ბოლო 100 წლის განმავლობაში" - ინდოეთში წყალდიდობას უკვე 324 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში კერალას შტატში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 324-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, „ეს ყველაზე საზარელი კატასტროფაა ბოლო 100 წლის განმავლობაში“.

ძლიერი წვიმის გამო დაახლოებით 44 მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, ათეულობით ხიდია ჩანგრეული, 33 დამბა კი დატბორილია. შტატის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. სტიქიის ადგილას ასეულობით სამხედროა მობილიზებული, რათა დახმარება გაუწიონ დაზარალებულებს. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენები და დაახლოებით 300 ნავია ჩართული.

შტატის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელის განცხადებით, დაახლოებით 233 ათასი ადამიანია განთავსებული სხვადასხვა ბანაკში. მეტეოროლოგების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე