ავტორი:

კოფი ანანი გარდაიცვალა - გაერო-ს ყოფილი გენმდივნის საქართველოში მოულოდნელი ვიზიტის ისტორია

კოფი ანანი გარდაიცვალა - გაერო-ს ყოფილი გენმდივნის საქართველოში მოულოდნელი ვიზიტის ისტორია

გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. კოფი ანანი გაერო-ს მეშვიდე გენერალური მდივნის თანამდებობას 1996 წლიდან 2007 წლის ჩათვლით იკავებდა.

2001 წელს ის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.

კოფი ანანი საქართველოში 2005 წელს იმყოფებოდა. ის 19 ნოემბერს თბილისს რამდენიმე საათით ეწვია გაეროს გენერალური მდივნის რანგში. ვიზიტი არაოფიციალური, მეტიც, მოულოდნელი იყო. ახლო აღმოსავლეთში სტუმრობისას კოფი ანანმა საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო. გაეროს გენერალურ მდივანს თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დახვდა, ოფიციალური შეხვედრა კი პრეზიდენტთან შედგა.

"საქართველოს უნდა ჰქონდეს გაეროს იმედი" - ამ სიტყვებით დაასრულა გაეროს გენერალურმა მდივანმა რამდენიმესაათიანი ვიზიტი საქართველოში.

მაშინდელი მედიით ვრცელდებოდა ცნობა, რომ კოფი ანანმა საქართველოში ხანმოკლე ვიზიტის განხორციელება მოულოდნელად გადაწყვიტა აფხაზეთში, კერძოდ კი, გალის რაიონში ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე კი ის საქმის კურსში მისმა პირადმა წარმომადგენელმა საქართველოში, ჰაიდი ტალიავინიმ ჩააყენა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"