ავტორი:

"მთელი წლის ნაშრომი 30 წუთში მიწასთან გასწორდა"  - ფოტოები თელავიდან, სადაც ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

"მთელი წლის ნაშრომი 30 წუთში მიწასთან გასწორდა"  - ფოტოები თელავიდან, სადაც ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ განსაკუთრებით თელავი და მისი მიმდებარე სოფლები, ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. გუშინდელმა დაახლოებით ნახევარსაათიანმა სტიქიამ ახმეტის რაიონის რამდენიმე სოფელში ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა, ასევე, წააქცია ხეეები.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა თელავშიც. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ღვარცოფმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა და მოძრაობა შეაფერხა. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

"ყველა მეცოდება... მთელი წლის ნაშრომი 30 წუთში მიწასთან გასწორდა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვერიკო სახიაშვილი "ფეისბუქზე" და სტიქიის შემდეგ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც თელავშია გადაღებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავიდან და ახმეტიდან 51 შეტყობინება შევიდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ