ავტორი:

ერთ-ერთი დაღუპული ქართული კომპანიის ხელმძღვანელია - სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

ერთ-ერთი დაღუპული ქართული კომპანიის ხელმძღვანელია - სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართაველოს ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მათი ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოებში 9 დაშავებული, მათ შორის 4 არასრულწლოვანი რჩება.

როგორც "რია ნოვოსტის" ავტოსადგურ "კრასნოდარ-1"-ის ცენტრალურ სადისპეტჩერო სამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთი დაღუპული ქართული კომპანია "მიმინოტრანს.ჯის" ხელმძღვანელია.

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

ნახეთ ვიდეო: თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსისა და „კამაზის“ შეჯახების შედეგად დაიღუპა 2, დაშავდა 17 - მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი