ილია მეორე - არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს - ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება

ილია მეორე - არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს - ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება

ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ ჩვენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა სრულიად საქართველოს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ იქადაგა.

"გილოცავთ ფერიცვალების დღესასწაულს. სახარებაში ნათქვამია, რომ უფალმა წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე. მათ წინაშე სამოსელი ბრწყინავდა, როგორც მზე. დაეშვა ღრუბელი და ხმა იყო ზეციდან - ესე არს ძე ჩემი საყვარელი.

ეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს. არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს. ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა მოგვცეს, რომ ვიაროთ სრულყოფის კიბეზე. ეს აუცილებელია.

ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ იმისთვის რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი მისი. ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ ჩვენ", - მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი