ავტორი:

გაიცანით თელაველი პატრულები, რომელთა ვიდეოს "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი აზიარებს

გაიცანით თელაველი პატრულები, რომელთა ვიდეოს "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი აზიარებს

კახეთში მოსულმა წვიმამ და სეტყვამ გუშინ თელავი და მისი მიმდებარე სოფლები, ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელები დააზარალა. ძლიერმა ნალექმა ორივე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დატბორა. პრობლემები შეექმნა ავტომანქანების გადაადგილბასაც. გზებზე მთელი საღამოს განმავლობაში სიტუაციას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

ინტერნეტსივრცეში არაერთი კადრი გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ უამინდობის მიუხედავად სამართალდამცველები მოსახლეობის დახმარებას არ ერიდებიან. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს, "ფეისბუქზე" მიხეილ ჯიდალიშვილმა გაავრცელა. კადრები თელავშია გადაღებული და მასზე საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი ჩანს, რომლებიც გზაზე მოძრაობას არეგულირებენ.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, ვიდეოში შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის მთავარი სამმართველოს, თელავის სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი 26 წლის სოსო ნაცარაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის მთავარი სამმართველოს, სახაზო საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაური, 27 წლის გიორგი ახალმოსულიშვილი არიან გადაღებული. ნაცარაშვილი საპატრულო პოლიციის რიგებში 6 წელია ირიცხება, ხოლო ახალმოსულიშვილი - 7 წელი.

Ambebi.ge სოსო ნაცარაშვილს ესაუბრა:

- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 2013 წლიდან ვმუშაობ, პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე. ამ 5 წლის განმავლობაში თითქმის ყოველ სამუშაო დღეს 112-ზე შემოდის შეტყობინება, სადაც მოქალაქეები ჩვენს დახმარებას ითხოვენ. ჩვენც შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ ოპერატიულები ვიყოთ, შეტყობინების ადგილზე მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვცხადდეთ და დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს თანამოქალაქეებს. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, ოცეულის მეთაურ, გიორგი ახალმოსულიშვილთან ერთად.

საღამოს ამინდი გაუარესდა, უხვი ნალექის შედეგად, ფაქტიურად, მთლიანი ქალაქი დაიტბორა და გზის სავალ ნაწილზე იმდენად დიდი წყლის ნაკადი მოდიოდა, მოძრაობა შეფერხდა. 112-ზე შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთაველის ქუჩაზე, ავტომანქანაში იმყოფებოდა მოქალაქე რომლის მანქანაც იტბორებოდა და მანქანიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც მისი დახრჩობის საფრთხე იყო. აგდილზე მისულებს ოპელის მარკის ავტომანქანა დაგხვდა, რომელიც ფაქტიურად მთლიანად იყო წყლით დაფარული. მივედით მანქანასთან და უმოკლეს დროში გადმოვიყვანეთ მანქანიდან მძღოლი, რომელიც გადავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას, რათა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დამუქრებოდა. ასევე წყლის ნაკადის მცირედი დაკლების შემდეგ, უმოკლეს ვადაში შევძელით მოძრაობის აღდგენა.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ოჯახის ოთხი წევრი შეიყვანეს

მსოფლიო სარაგბო რუკაზე საქართველო შეიძლება გაქრეს - ქართული სარაგბო კლუბების საგანგებო განცხადება

"როიტერი":  ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა - შეიზღუდება თუ არა საქართველოში ქათმის ხორცის იმპორტი?