ავტორი:

"დიდი ხიფათის წინაშე ვდგავართ..." - გია ხუხაშვილი

"დიდი ხიფათის წინაშე ვდგავართ..." - გია ხუხაშვილი

ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გადადის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა აბსოლუტურად მაფიოზური მმართველობა, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

გია ხუხაშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოეხერხებინა, რომ ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში „ქართული ოცნება“ „ჩაეთრია“, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქმე ის არის, რომ დიდი ხიფათის წინაშე ვდგავართ. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გადადის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა აბსოლუტურად მაფიოზური მმართველობა. ეს მაფიოზური კლანი, ბუნებრივია, ეცდება, ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს და არა - სახელმწიფო. დღეს არის უკანასკნელი შანსი, რომ ახალმა თავმჯდომარემ ერთგვარი ყინულმჭრელის როლი ითამაშოს და ეს კოლექტიური მურუსიძე და ჩინჩალაძე როგორმე დააბალანსოს.

აქაც ვიტყვი - ყველას და მათ შორის პრეზიდენტსაც სახელმწიფოებრივ პრიზმაში რომ გაგვეხედა, მას თავმჯდომარის შერჩევისას თამასა კი არ უნდა აეწია, „ოცნებასთან" თანამშრომლობა უნდა ეცადა. ხომ ფაქტია, რომ მან რა პროცესიც უნდა წარმართოს, თუ ის „ოცნებასთან" კოლეგიალობის პირობებში არ წარიმართა, შედეგს ვერ მოგვცემს. მარგველაშვილს კონსენსუსის ძიებით და მათთან მოლაპარაკებით უნდა ეცადა კანდიდატურის შერჩევა. ამ თამაშში "ოცნება" როგორმე უნდა ჩაეთრია, მაგრამ ასე არ ხდება. თითქოს ორივე მხრიდან არის რევერანსები - მოდი, დავილაპარაკოთო, რაც საბოლოოდ კინკლაობით სრულდება.

შედეგად, ეს ავგიას თავლად ქცეული სასამართლო სისტემა შეიძლება რევოლუციურად გახდეს გასაწმენდი. როცა მართლმსაჯულების საბოლოო დაკნინების საფრთხე ჩნდება, როგორც წესი, ამას დიდი აგრესია მოსდევს და ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები