რა მდგომარეობაში არიან ტრაპიზონში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები

რა მდგომარეობაში არიან ტრაპიზონში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები

ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თურქეთის საავადმყოფოდან გაწერეს და საჭიროების შემთხვევაში ის მკურნალობის კურსს ბათუმში გააგრძელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტრაპიზონის საავადმყოფოში საქართველოს ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი ისევ რჩება. მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია