ავტორი:

გერმანიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მაკრატლის გამოყენებით გამვლელებს ფულს სძალავდა

გერმანიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მაკრატლის გამოყენებით გამვლელებს ფულს სძალავდა

გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგის რკინიგზის სადგურზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მაკრატლით ხელში გამვლელებს დასდევდა და მათ ფულს სძალავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

„როდესაც საქართველოს 43 წლის მოქალაქეს ორი სამართალდამცველი მიუახლოვდა, ის მათაც მაკრატლით დაემუქრა. ამის შემდეგ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და თავდამსხმელი დააკავეს. ამჟამად საქართველოს მოქალაქე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“, - წერს გერმანული მედია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს