ავტორი:

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სახელმწიფოს ვალი აქვს, რის გადახდასაც თავს არიდებს" - რა ბედი ეწევათ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სახელმწიფოს ვალი აქვს, რის გადახდასაც თავს არიდებს" - რა ბედი ეწევათ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აბიტურიენტების მიღება 1 წლით სრულიად კანონიერად შეეზღუდა.

სანიკიძის განმარტებით, უნივერსიტეტს დავალიანება აქვს სახელმწიფოს მიმართ, რაც სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი გახდა.

"ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც დღეს აქვს უნივერსიტეტს. მათ უკვე დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის დროზე დაფიქსირდა, რომ ისინი გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს. დღეისთვის ეს თანხაა 715 ათასი ლარი. ეს არის მიზეზი, რომ სრულიად არის დაყადაღებული მათი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები", - განაცხადა სანიკიძემ.

თამარ სანიკიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება 1 წლით შეუჩერდა, არსებულ სტუდენტებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

რაც შეეხება, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სანიკიძის თქმით, ისინი მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში დაიწყებენ სწავლას.

"არსებულ სტუდენტებს არავითარი პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის ჩვენ გამოვაცხადებთ რიგგარეშე მობილობას, ჯერ უბრალოდ რამდენიმე დღე დაველოდებით რანჟირების დოკუმენტს, რომ ზუსტად ვნახოთ ვინ მოიპოვა ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება და წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლო წელი",-განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. უნივერსიტეტში აღნიშნულს უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ