ავტორი:

ქურდობის, ყაჩაღობის, გაუპატიურებისა და განზრახ მკვლელობის უახლესი სტატისტიკა - დანაშაულის მაჩვენებელი 55.81%-ითაა გაზრდილი

ქურდობის, ყაჩაღობის, გაუპატიურებისა და განზრახ მკვლელობის უახლესი სტატისტიკა - დანაშაულის მაჩვენებელი 55.81%-ითაა გაზრდილი

2018 წლის იანვარ-ივლისში სულ რეგისტრირებულია 33054 დანაშაული, აქედან ყველაზე მეტი 13 256 საკუთრების წინააღმდეგ არის ჩადენილი. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა 10240 ქურდობის, 207 ძარცვის, 156 ყაჩაღობის, 1008 თაღლითობის, 71 გამოძალვის, 909 ნივთის დაზიანების, 665 სხვა დანარჩენი ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქურდობის შემდეგ, 2018 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი - 6311 დანაშაული - ჯანმრთელობის წინააღმდეგაა ჩადენილი, აქედან ოჯახში ძალადობის 2939, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 116, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების 156, სხვა დანარჩენი 3100 ფაქტი.

სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილია 1355 დანაშაული, აქედან განზრახ მკვლელობა - 46, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - 16, მკვლელობის მცდელობა - 80, თვითმკვლელობამდე მიყვანა - 1082, სხვა დანარჩენი - 131.

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილია 222 დანაშაული, აქედან გაუპატიურება - 50, ხოლო სხვა დანარჩენი - 172.

შსს-ს ინფორმაციით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55.81%-ით არის გაზრდილი.

როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 33 054 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 21 214 დანაშაულია რეგისტრირებული.

ამავდროულად, შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა. 2017 წლის იანვარ-ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 53.82%, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა 36.67%-ია გახსნილი.

2018 წლის იანვარ-ივლისში ჩადენილია: სიცოცხლის წინააღმდეგ 1355 დანაშაული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 222 დანაშაული, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 1476 დანაშაული, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 39 დანაშაული. ამასთან, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ რეგისტრირებულ დანაშაულთაგან არცერთი გახსნილი არ არის.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს