ავტორი:

რა სიახლე ამოქმედდება 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროში

რა სიახლე ამოქმედდება 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროში

15 სექტემბრიდან მეტროში, პიკის საათებისას მოცდის დრო 4-5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, თბილისის მერიას გეგმაში აქვს მეტროს ახალი ვაგონების დამატება და მოდერნიზება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მინდა, მეტროს თემას შევეხო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მგზავრი გადაყავს. ჩვენ მიმდინარე წელს დავამატეთ მეტროს ახალი შემადგენლობა, ასევე განვახორციელეთ ცალკეული ხაზების, მონაკვეთების რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადავამზადეთ მემანქანეები, ახალი ნაკადი მივიღეთ მემანქანეების, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატება და ყოველივე ამის შედეგად 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება განსაკუთრებით პიკის საათებში.

თუ ადამიანებს პიკის საათებში 4-5 წუთით ლოდინი უწევდათ, შესაძლებელი იქნება, ეს დრო ამ ცვლილებებით და მოდერნიზაციით 3 წუთამდე დავიდეს. რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი მიმართულება არის ის, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება გავუკეთოთ, რომ მოცდის დრო 2 წუთამდე შევამციროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც პიკის საათებში მეტროში ამოქმედდება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ