რატომ უნდა ვიყიდოთ პროდუქცია ონლაინ - ონლაინ ვაჭრობის უპირატესობები

რატომ უნდა ვიყიდოთ პროდუქცია ონლაინ - ონლაინ ვაჭრობის უპირატესობები

დაზოგილი დრო და ენერგია, შედარების საშუალება, მოქნილობა არჩევანის გაკეთების დროს - ამ და კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამო ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი პროდუქციის ონლაინ ყიდვას ამჯობინებს. თუმცა დიდი სარგებლის მიღების პარალელურად, არ უნდა დაგავიწყდეთ ერთი მთავარი საკითხი - არ ენდოთ ყველა ონლაინ მაღაზიას და ისარგებლეთ მხოლოდ ოფიციალური საიტებით, რომლებიც ორიგინალ პროდუქციას გთავაზობენ. ამ შემთხვევაში თქვენ შოპინგის პროცესითა და ნაყიდი პროდუქციითაც მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებთ.

და მაინც რატომ გახდა ონლაინ ვაჭრობა ასე პოპულარული მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც?

ყიდულობთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს - 24/7 - სწორედ ასე გამოიყურება ის პერიოდი, როცა თქვენ პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ. აღარ გიწევთ მაღაზიის დაკეტვამდე დარჩენილ ნახევარ თუ ერთ საათში სწრაფად შემოირბინოთ ყველა კუთხე-კუნჭული და თქვენთვის სასურველი ნივთი შეარჩიოთ. სისწრაფეში კი შეიძლება არასაწორი გადაწყვეტილებაც კი მიიღოთ.

ზოგავთ დროს და ენერგიას - მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა შეიძლება მხოლოდ იმიტომაც დაგეზაროთ, რომ გზად უზარმაზარ მოსაწყენ საცობში მოგიწევთ დროის დაკარგვა. მეორე მხრივ, ხალხმრავლობა მაღაზიაში და ყველგან რიგები უამრავ დროს და ენერგიას გაკარგვინებთ. ეს ყველაფერი ხომ ქართული რალობაა, რომელსაც საყიდლებზე წასული ნამდვილად ვერ ასცდებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ დრო ფულია, ონლაინ ვაჭრობით თქვენ დაზოგავთ დროს, ენერგიას და ფულს.

დიდი არჩევანი და შედარების შესაძლებლობა - ონლაინ ვაჭრობის დროს თქვენ უამრავი შეთავაზებიდან თქვენთვის სასურველებს ერთმანეთს თავისუფლად ადარებთ და საუკეთესოს არჩევთ. აღარ გიწევთ იმაზე ფიქრი, თუ როგორი მკლავი ჰქონდა წინა მაღაზიაში ნანახ მაისურს ან როგორი სიგრძის იყო ქვედაბოლო. ეს ყველაფერი კი არჩევანის გაკეთებას მნიშვნელოვნად გიმარტივებთ.

რჩევას მარტივად იღებთ - ონლაინ ყიდვის დროს თქვენ მარტივად ანახებთ სასურველ ნივთებს ყველას, ვისი აზრის გათვალისწინებაც გსურთ და იღებთ მათგან რჩევას. მაღაზიაში ყოფნის დროს კი მეგობრების რჩევის მიღება საკმაოდ რთულია.

სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით ამჯობინებენ ადამიანები პროდუქციის ონლაინ ყიდვას. თუმცა ინტერნეტსივრცეში ლამაზმა ფოტოებმა არ უნდა დაგაბნიოთ და სიფრთხილე აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ. აუცილებელია, რომ პროდუქცია ოფიციალური ონლაინ მაღაზიიდან იყიდოთ.

ონლაინ მაღაზია Paradisi.ge-ის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ავალიშვილი, რომელიც 2013 წლიდან საქართველოში New Balance-ს ოფიციალური წარმომადგენელია, გირჩევთ როგორ გაარჩიოთ ოფიციალური ონლაინ მაღაზია არაოფიციალურისგან:

„ნუ ენდობით ლამაზ-ლამაზ ფოტოებს. კომპანიები, რომლებიც ყიდიან არაორიგინალ ფეხსაცმელს, იყენებენ ორიგინალი ფეხსაცმელების ფოტოებს. კომპანიამ გაყიდვისას უნდა დაიცვას კანონის შესაბამისი ნორმები, თუ კომპანია გთავაზობთ მხოლოდ ხელზე გადახდას, ან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, არ ენდოთ მას. თუ მაღაზია ყიდის ორიგინალს, მას თავისუფლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ონლაინ გადახდების ინტეგრაცია. ხოლო მაღაზიაში ყიდვისას, მაღაზია ბრენდირებული უნდა იყოს კონკრეტულად იმ ბრენდის შესაბამისი ლოგოებით, დასახელებით. ენდეთ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ გაყიდონ ორიგინალი პროდუქცია,”- განმარტავს ნინო ავალიშვილი.

თუ აღნიშნულ რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენ ნამდვილად შეძლებთ, რომ სასურველი პროდუქცია ონლაინ ვაჭრობის საშუალებით მარტივად და თქვენთვის მისაღები პირობებით სასურველ დროსა და ადგილზე მიიღოთ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის