ავტორი:

კახა კალაძე ვარაზისხევში ქვაფენილის ჩანაცვლებაზე განმარტებას აკეთებს

კახა კალაძე ვარაზისხევში ქვაფენილის ჩანაცვლებაზე განმარტებას აკეთებს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ვარაზისხევთან დაკავშირებით განმარტებაც გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად მხოლოდ არსებული ქვაფენილი წესრიგდება, რომელიც დაზიანებული იყო. რაც შეეხება ვარაზისხევის რეაბილიტაციას, ის წელს არ იგეგმება.

„არსებული ქვაფენილის მოწესრიგება ხდება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რაც შეეხება ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებას, თუ როგორ მიგაჩნიათ თქვენ, ქვაფენილი დავტოვოთ თუ თანამედროვე ასფალტი დავაგოთ, ამასთან დაკავშირებით მე უბრალოდ მოსახლეობას და განსაკუთრებით იქ მცხოვრებ ადამიანებს მივმართე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცით და გვესმის თუ რა პროექტი უნდა განვახორციელოთ. ეს კვლევებსა და ყველანაირი გათვლებზე იქნება დაფუძნებული, რომ პრობლემები არ შეგვექმნას. ვისმენ ე.წ. ექსპერტებისგან რაღაც გაუაზრებელ გამონათქვამებს. იმის გამო, რომ ტელევიზორში გამოჩნდნენ, ყველაფერს კადრულობენ. შესაძლებლობა არ გვაქვს და ასევე, ქალაქში იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომ კიდევ ამ პროექტის დაწყებით სერიოზულ ქაოსს შევქმნით. აღნიშნულ პროექტზე კვლევების შემდეგ დეტალურად ვისაუბროთ, თუ როგორი სახით უნდა გავაკეთოთ ის. შესაძლებელია ქვაფენილის დატოვება თუ მოასფალტება და მოდიფიცირებული, თანამედროვე ევროპული ტიპის პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები