ავტორი:

როგორ გავზარდოთ ოპტიმისტი ბავშვი პესიმისტურ დროში - საჭირო რჩევები მშობლებს

როგორ გავზარდოთ ოპტიმისტი ბავშვი პესიმისტურ დროში - საჭირო რჩევები მშობლებს

ადამიანს არაერთი მიზეზი აქვს იყოს ოპტიმისტურად განწყობილი. ოპტიმისტი ადამიანები კარგი მეწარმეები არიან, ცხოვრობენ დიდხანს, არიან ჯანმრთელები და კმაყოფილი არიან საკუთარი ცხოვრებით. ოპტიმიზმი ადამიანს აძლევს ძალას გააგრძელოს ბრძოლა, გადალახოს სირთულეები, მაშინ როდესაც პესიმისტები დეპრესიულები არიან და ძირითადად, მარცხდებიან ყველა რთულ სიტუაციაში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი გაიზარდოს ოპტიმისტი.

ჩვენ ძირითადად პესიმისტურ დროში ვცხოვრობთ, ჩვენ პესიმისტურად ვართ განწყობილი გარემოს დაცვის საკითხების, მთავრობის, განათლების სისტემის მიმართ. სწორედ ასეთ დროში, ძალიან რთულია გაზარდო ბავშვი ოპტიმისტურად განწყობილი.

TIME გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა გავზარდოთ შვილი ოპტიმისტი ამ რთულ ვითარებაში.

ყურდღება გაამახვილეთ უფრო პოზიტიურ დეტალებზე და დაეხმარეთ ბავშვს თავადაც ასე მოიქცეს

იფიქრეთ იმაზე, რომ დედამიწაზე რაღაცები ნამდვილად კარგადაა, უფრო მეტიც, ბევრი კუთხით ვითარება გაუმჯობესებულიც კია. მაგალითად, გენდერული თანასწორობის მხრივ ვითარება მკვეთრად შეცვლილია, ვიდრე ადრე. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი დიდია ჩვენს ცხოვრებაში ბევრი მიმართულებით, ჩვენი ტვინი მაინც ცუდ რაღაცებზე აკეთებს აქცენტს. როგორც ნეიროფსიქოლოგი, რიკ ჰანსონი თავის წიგნში Hardwired for Happiness აღწერს, ჩვენი ტვინი ბუნებრივად უფრო მეტ ხაზგასმას ნეგატივზე აკეთებს. შესაბამისად, ცუდი ამბავი ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა, საბედნიეროდ, შეგვიძლია რომ ვმართოთ საკუთარი თავი და ტვინს დავაძალოთ პოზიტიურ ამბებზეც მეტი აქცენტი გააკეთოს. ჰანსონი გვირჩევს, როდესაც კარგ ამბავს იგებთ, ან რაიმეს აღწევთ, ან თუნდაც ლამაზ ადგილას ხართ საყვარელ ადამიანებთან ერთად, არ იფიქროთ ცუდზე და დარჩით იქ, სადაც ხართ. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ