ავტორი:

მელანია ტრამპი 700-დოლარიანი ფეხსაცმლით და ბარით ხელში - ინტერნეტს ახალი სალაპარაკო თემა მიეცა

მელანია ტრამპი 700-დოლარიანი ფეხსაცმლით და ბარით ხელში - ინტერნეტს ახალი სალაპარაკო თემა მიეცა

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი სტილის სახედ არის აღიარებული, მისი ჩაცმულობა ხშირად ხდება აღფრთოვანების და ხშირად, კრიტიკის საგანი. ამჯერად, ინტერნეტსივრცე მელანიას მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა აალაპარაკა, რომელიც პირველ ლედის თეთრი სახლის ეზოში, ხის დარგვის ცერემონიის დროს ეცვა.

პირველმა ლედიმ ყოფილი პრეზიდენტების - ეიზენჰაუერისა და მონროს შთამომავლებთან ერთად დარგო მუხის ხე თეთრი სახლის სამხრეთის ბაღში და ფოტოგრაფებმა კარგად დააფიქსირეს კადრები, როგორ ეფლობა მიწაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით პირველი ლედი. მელანია ბარით ხელში, Christian Louboutin-ის 700 დოლარიანი ფეხსაცლით და Valentino-ს 4 000 დოლარიანი ყვავილოვანი, მიდი ქვედაბოლოთი იყო წარმოდგენილი ცერემონიაზე.

48 წლის მელანიას იგივე სამოსი ეცვა დილით, თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე, სადაც მან და პრეზიდენტმა კენიის პრეზიდენტს და პირველ ლედის უმასპინძლეს. როგორც ჩანს, აშშ-ს პირველმა ლედიმ, ორ ცერემონიას შორის ფეხსაცმლის გამოცვლა ვერ მოასწრო.

ამ კადრებმა "ტვიტერის" მომხმარებლებს საქილიკო თემა მისცა და მათაც დაუზარებლად გააკრიტიკეს ლედი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის არაადეკვატური სიყვარულის გამო, ბევრმა ისიც კი ურჩია დონალდ ტრამპის მეუღლეს, მსგავსი შემთხვევებისთვის ბოტები გამოიყენოს.

თუმცა, ინტერნეტმომხმარებლების მეორე ნაწილი მელანიას მონდომებას უფასებს და ხაზს უსვამს იმას, რომ პირველი ლედი ყველა სიტუაციაში იდეალურად გამოიყენება.

ფოტო: HollywoodLife; Yahoo.com

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე