ავტორი:

ანჯელინა ჯოლის დეკოლტემ პაპარაცების ყურადღება მიიქცია - მსახიობმა შვილთან ერთად "იშოპინგა"

ანჯელინა ჯოლის დეკოლტემ პაპარაცების ყურადღება მიიქცია - მსახიობმა შვილთან ერთად "იშოპინგა"

ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლესთან ბრედ პიტთან სასამართლო დავის პროცესშია - მსახიობები შვილებზე მეურვეობას ვერ იყოფენ და ამ საკითხის გადაწყვეტისთანავე, საბოლოოდ გააფორმებენ განქორწინებას.

კვირას ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა ვაჟთან, 14 წლის პაქსთან ერთად გადაიღეს ლოს ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას.

დედა-შვილმა ჯერ რამდენიმე მაღაზიაში იშოპინგა, შემდეგ კი ერთად ისადილა. დედა-შვილი სავაჭრო ცენტრში დაცვის თანხლებით იმყოფებოდა.

მედიის ყურადღება მიიქცია 43 წლის მსახიობის ჩაცმულობამ - დეკოლტირებული, კრემისფერი კაბა კარგად უსვამდა ხაზს ჯოლის გულ-მკერდსა და მხრებს და მის ტატუებს. კაბას ანჯელინამ შესაფერისი მოსასხამი და ფეხსაცმელი შეუხამა.

პაქსი ანჯელინა ჯოლიმ 2007 წელს იშვილა ვიეტნამიდან, როცა ბიჭუნა სამი წლის იყო. მსახიობებს 6 შვილი ჰყავთ, მათგან სამი ერთობლივი, სამი კი ნაშვილებია. შვილები ჯოლი-პიტის გვარს ატარებენ.

"მომწონს დაბერება, ეს თითქოს გამარჯვებაა...მე მოსაწყენი და ცოტა უფრო შეშლილი ვარ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ" - ანჯელინა ჯოლი

"მკითხა: სიზმარი რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბიჭიო... მერე მივიდა და დაფიქრებული დასცქეროდა იმ ნანგრევებს" - თემურ წიკლაურზე მეგობრები უცნობ და ემოციურ ისტორიებს იხსენებენ

ნიაზ დიასამიძის ვაჟი მაკა ასათიანის დისშვილზეა შეყვარებული - ულამაზესი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები