ავტორი:

"იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ" - რას ამბობს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ" - რას ამბობს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი კვლავ მკურნალობის კურსს გადის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განუცხადა, შს ყოფილი მინისტრი ციხის პირობებში, მედიკამენტოზურად მკურნალობს. ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რა პერიოდზეა გაწერილი ვანო მერაბიშვილის მკურნალობა, თუმცა აღნიშნავს, რომ მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ გაირკვევა, საჭიროებს თუ არა ის დამატებით გამოკვლევებს.

„მედიკამენტოზური მკურნალობა მიმდინარეობს და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. სასუნთქი გზების პრობლემების გარდა აქვს სხვა პრობლემებიც, თუმცა ექიმების განმარტებით, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ გაირკვევა, საჭიროებს თუ არა დამატებით გამოკვლევებს“, - განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების განმარტებით, იგი ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა, კერძოდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუმწვავდა სასუნთქი გზების მდგომარეობა და სუნთქვა უჭირდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს