ავტორი:

6 სექტემბერს, მელიქიშვილის 6 ნომერში „ბიბლუსი“ 58-ე მაღაზიის გახსნაზე გიწვევთ

6 სექტემბერს, მელიქიშვილის 6 ნომერში „ბიბლუსი“ 58-ე მაღაზიის გახსნაზე გიწვევთ

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 57 ფილიალს აერთიანებს, 6 სექტემბერს, მელიქიშვილის N6 ნომერში, კიდევ ერთ წიგნის მაღაზიას ხსნის.

მაღაზიაში წიგნების ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. მომხმარებლებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მელიქიშვილზე მდებარე მაღაზიაში არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმება. მათი მთავარი მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და „ბიბლუსის“ ერთგული მომხმარებლების წახალისებაა. მაღაზია 9:00-ზე გაიხსნება, თუმცა 18:00 საათიდან, პირველი 58 მომხმარებელი წიგნების შეძენას 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებს. დანარჩენები წიგნებს –20% იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

18:30-ზე დაიწყება სახალისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც „ბიბლუსისგან“ საჩუქრად სხვადასხვა საინტერესო პრიზებს მიიღებენ. მათ შორის წიგნებს, სასკოლო ზურგჩანთებს, სასკოლო პენლებს, წიგნის კაფე პიატოს სასაჩუქრე ბარათსა და Allwine.ge-ის ღვინოს.

შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. კომპანიამ არსებობის 10 წლის მანძილზე, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს