ავტორი:

როგორ წარვმართოთ რთველის პროცესი სწორად - რჩევები დამწყებ მევენახეებს

როგორ წარვმართოთ რთველის პროცესი სწორად - რჩევები დამწყებ მევენახეებს

რამდენიმე დღეში საქართველოში რთველი დაიწყება. როგორც იცით ყურძნის კრეფა ჩვენს ქვეყანაში კახეთიდან აგვისტოს ბოლოს იწყება და ნოემბერში სამეგრელო-გურია-აჭარით სრულდება. კახეთში უკვე დიდი სამზადისია და როგორც რიგითი მევენახე-გლეხები, ასევე დიდი თუ მცირე მარნები ემზადებიან მეღვინეებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმისთვის. რთველი ბევრი ადამიანისთვის მხოლოდ გართობასთან, მხიარულებასთან და საღამოს გემრიელად ვახშმობასთან ასოცირდება. მევენახეებისთვის კი ეს დღე გამორჩეულად დიდ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული, რაც ბუნებრივია.

გამოცდილი მევენახე-მეღვინეები ახალბედებს ურჩევენ, რომ რთველი წინასწარ კარგად დაგეგმონ და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელონ ყველა პროცესი, რადგან დაუგეგმავი და სპონტანური რთველი აუცილებლად წარმოშობს ბევრ, ხშირად გადაუჭრელ პრობლემას. შეცდომები შესაძლებელია, სამომავალოდ ღვინის ხარისხზეც ცუდად აისახოს.

პირველ ყოვლისა, რთველის დაგეგმვის დროს უნდა განვსაზღვროთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყურძნის კრეფის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და ისიც უნდა განისაზღვროს, იქნება თუ არა ეს რესურსები საკმარისი ყურძნის კრეფის ერთ თუ ორ დღეში დასამთავრებლად. ხშირია შემთხვევები, როდესაც დათქმულ დროში ვერ ესწრება ვენახის ბოლომდე დაკრეფა, დარჩენილი ყურძნის დამუშავება მომავალი კვირისთვის გადაიდება ხოლმე და ამის გამო შესაძლებელია მოსულმა წვიმამ ან სეტყვამ დარჩენილი მოსავალი მთლიანად გაანადგუროს. ეს დიდი რისკია! ამიტომაც, სასურველია რთველი უმოკლეს დროში მაქსიმალური ოპერატიულობით ჩატარდეს. განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ