ავტორი:

ხაშურში ხანძარი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ, ლოკალიზებულია

ხაშურში ხანძარი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ, ლოკალიზებულია

ხაშურში, სოფელ ცედანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ ეტაპზე დარჩენილია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მათივე ცნობით, დილიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი.

ცნობისთვის, ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა. მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა.

ტყის ხანძარს სოფელ ცედანში ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ