ავტორი:

"ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ - ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა

"ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ - ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა მოსკოვში ავარიული დაშვება განახორციელა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტგამცილებელს სახეში გაარტყა და ხმამაღლა დაიყვირა, რომ თვითმფრინავში ბომბია. ახალგაზრდა მამაკაცი მგზავრებს და ეკიპაჟს უმტკიცებდა, რომ ავიალაინერი მალე აფეთქდებოდა.

25 წლის სტუდენტი, ეროვნებით ტაჯიკი დავლატკადამოვი თავს დაესხა ბორტგამცილებელ ქალს, შემდეგ კი ყველას მოუწოდა, ელოცათ.

„ილოცეთ! ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ - ჰყვიროდა დავლატკადამოვი.

Airbus A321 ჟუკოვსკის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე უკან დაბრუნდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში უნდა გაფრენილიყო.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სტუდენტის შეჩერება მალევე მოახერხეს და ხელები და ფეხები დაუბეს.

თვითმფრინავის დაჯდომისთანავე დავლატკადამოვი პოლიციამ დააკავა, მის წინააღმდეგ საქმე ავიახომალდის ბორტზე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

ტაჯიკი სტუდენტი, რომელიც ომსკში მფრინავის პროფესიას ეუფლება, უარს ამბობს ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმება გაიაროს.

სპეციალისტები თვითმფრინავს 40 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ. ბორტზე ბომბი არ აღმოჩნდა, ამიტომ ავიალაინერმა რეისი დუშანბეს მიმართულებით მოგვიანებით მაინც განახორციელა.

დაკავებულის მამა, რომელიც დუშანბეში მუშაობს, ამბობს, რომ მისმა შვილმა რუსეთს მოქალაქეობის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

„სხვადასხვა მიზეზის გამო რუსული პასპორტის მიღებაზე მას უარი უთხრეს. ორი კვირის წინ ველაპარაკე, ძალიან გულგატეხილი და გაბრაზებული იყო,“ - ამბობს საიდკადამ დავლატკადამოვი.

„ურალის ავიახაზებში“ ამბობენ, რომ მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.

„ექსტრმალური დაშვება ჩვენთვის ძალიან დიდი ხარჯია და ამიტომ, გვაქვს უფლება ზარალისთვის მამაკაცს ვუჩივლოთ,“ - ამბობს მედიასთან ავიაკომპანიის წარმომადგენელი.

23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას

"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..." - გელა ჩარკვიანის მოგონებები ცოლზე, რომელიც ყველა წყვილმა უნდა წაიკითხოს