ავტორი:

მამაკაცს, რომელიც ლიფტში ქალს დაესხა თავს, 17 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მამაკაცს, რომელიც ლიფტში ქალს დაესხა თავს, 17 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში, ლიფტში ქალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის გერმან ჩერნიავსკის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

გამოძიება აღნიშნულ პირს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირი დაახლოებით ორი თვის წინ ახალგაზრდა ქალს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში თავს დაესხა და დაახლოებით 62 ჭრილობა მიაყენა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ