ავტორი:

როდიდან იმოძრავებენ თბილისში ღამის ავტობუსები

როდიდან იმოძრავებენ თბილისში ღამის ავტობუსები

თბილისში ღამის საათებში ავტობუსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, თუმცა განმარტა, რომ პირველ ეტაპზე საუბარია ავტობუსების პარასკევსა და შაბათს, ღამის საათებში დამატებაზე.

ჟურნალისტებმა მას კითხვით მიმართეს, თუ რა პროექტები განხორციელდა 6 თვის განმავლობაში ღამის ეკონომიკის გასავითარებლად. კახა კალაძემ ამ კუთხით განხორციელებული პროექტები ვერ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ღამის საათებში ავტობუსების დამატებაზე მუშაობენ.

"ოქტომბერში ვგეგმავთ საქართველოში ძალიან დიდი ფორუმის ჩატარებას, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის იქნება. მასზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან „ღამის მერები“. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა და ა.შ. პირველი პროექტი, მაგალითად, ავტობუსების დამატება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ღამის საათებში, განსაკუთრებით, პარასკევი-შაბათი, ამას ვაკეთებთ და სექტემბერის შუა რიცხვებიდან ეს პროექტი ჩაეშვება. სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც მიმდინარეობს მუშაობა და დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ