ავტორი:

რამდენად მარტივია ევროკავშირის მოქალაქეობის ყიდვა?

რამდენად მარტივია ევროკავშირის მოქალაქეობის ყიდვა?

ევროკომისია ევროკავშირის მასშტაბით პროგრამის "მოქალაქეობა იყიდება" გადახედვას გეგმავს. ამის მიზეზი კორუფციის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და უსაფრთხოების რისკებია. BBC-მ ევროკავშირის მოქალაქეობის მიღების შესახებ პუბლიკაცია მოამზადა.

საინტერესოა, არსებული პირობების გათვალისწინებით, რამდენად მარტივია ევროკავშირში მოქალაქეობის ყიდვა?

დავიწყოთ იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ ევროკავშირის მოქალაქე გახდეთ მისი 28 წევრი ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში. თუმცა, ყველა ქვეყანას მოქალაქეობის მინიჭების თავისი პირობები აქვს. ზოგიერთი მოქალაქეობას სოლიდური ფინანსური ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ გთავაზობთ.

ეს შეიძლება იყოს სამთავრობო ობლიგაციების, ქონების ყიდვა ან სხვა სახის ინვესტიციები. ასევე შესაძლებელია ცხოვრების უფლების მიღებით მოქალაქეობის მოპოვებაც. მალტა, კვიპროსი და ბულგარეთი არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მსგავს პროგრამებს სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს.

განვიხილოთ მალტის მაგალითი: მოქალაქეობის მიღების მსურველმა ეროვნული განვითარების ფონდში 650 000 ევროს ოდენობის წვლილი უნდა შეიტანოს და 150 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს მალტის სამთავრობო ობლიკაციებში ან საფონდო ბირჟაზე. ასევე, შეიძინოს მინიმუმ 350 000 ევროს ოდენობის ქონება. ამასთან, აპლიკანტი უნდა ცხოვრობდეს მალტაში მინიმუმ 12 თვის განმავლობაში წაიკითხეთ ვრცლად

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"