ავტორი:

საზარელი ხანძარი რიოში - 20 მილიონზე მეტი უძვირფასესი ექსპონატი განადგურდა

საზარელი ხანძარი რიოში - 20 მილიონზე მეტი უძვირფასესი ექსპონატი განადგურდა

რიო-დე-ჟანეიროში, ეროვნულ მუზეუმში ხანძრის გაჩენის მიზეზი „მრავალწლიანი გულგრილობა“ გახდა, - ამის შესახებ ბრაზილიის კულტურის მინისტრმა სერჟიუ სა ლეიტანმა განაცხადა.

„ეს საგანგაშო სიგნალი უნდა გახდეს, რათა მსგავსი ტრაგედიები სხვა მუზეუმებში და დაწესებულებებში არ განმეორდეს. იმისთვის, რომ აუცილებელი ცვლილებები მომხდარიყო და ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა, დრო არ მოიძებნა“, - განაცხადა მინისტრმა.

ხანძარი მუზეუმის შენობაში გუშინ ღამით გაჩნდა და ის მხოლოდ სამი საათის შემდეგ ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნახეთ ვიდეო : ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხანძარია: შენობაში 20 მილიონზე მეტი ექსპონატი ინახება

ბრაზილიის პრეზიდენტის მიშელ ტემერის განცხადებით, ხანძარმა 200 წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნა გაანადგურა. რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ მუზეუმში 20 მილიონზე მეტი ექსპონატი ინახებოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე