ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი - რთული წარმოსადგენია, "ქართულმა ოცნებამ" ჩემ გარდა სხვა რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

სალომე ზურაბიშვილი - რთული წარმოსადგენია, "ქართულმა ოცნებამ" ჩემ გარდა სხვა რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

როგორც მე ვერ წარმომიდგენია "ქართული ოცნების" გარდა სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ," - ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი სხვა პარტიის მხარდაჭერა მისთვის პოლიტიკურად მისაღები არ იქნება.

„აბსოლუტურად გასაგებია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დისკუსია - პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა, თანაც ხომ უნდა გაირკვეს, ვინ დარეგისტრირდება საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ შეიძლება, ჩემი რეგისტრაცია ცესკოში შეფერხდეს? თეორიულად ხომ შეიძლება დავუშვათ ეს. ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ითხოვს "ქართული ოცნება" 8 სექტემბრამდე ვადას, სწორედ 8 სექტემბერს გაირკვევა საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა. სხვა მხრივ კი, როგორც მე ვერ წარმომიდგენია "ქართული ოცნების" გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ინტერვიუში ასევე იმ ხედვასა და გეგმებზე ისაუბრა, რასაც პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემთხვევაში განახორციელებს.

„შემიძლია ქვეყანას ორი მიმართულებით დავეხმარო - საერთაშორისო კონტაქტები და დიპლომატიური გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა. კარგად ვიცი, როგორ უნდა ვესაუბრო საერთაშორისო პარტნიორებს და მეორე - გააზრებული მაქვს, რა აკლია და რა მდგომარეობაშია დღეს საზოგადოება.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კონფრონტაციის პრეზიდენტი ვიყო, ეს ქვეყანას დადებით შედეგს ნამდვილად არ მოუტანს, პირიქით, უნდა შევეცადოთ მუდმივი დაპირისპირებისგან ახალ რელსებზე გადავეწყოთ,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი - რთული წარმოსადგენია, "ქართულმა ოცნებამ" ჩემ გარდა სხვა რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები