ავტორი:

ამერიკელი მსახიობი პოლიციამ საკუთარ სახლში მოკლა

ამერიკელი მსახიობი პოლიციამ საკუთარ სახლში მოკლა

მსახიობი ვანესა მარკესი, რომელიც ცნობილია სერიალში „სასწრაფო დახმარება“ შესრულებული როლით, სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში მოკლეს. ინფორმაციას ლოს-ანჯელესის პოლიციაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

სამართალდამცველები სახლის მფლობელმა გამოიძახა, სადაც მარკესი ცხოვრობდა, მას ეჭვი ჰქონდა, რომ მარკესი შეუძლოდ იყო. ადგილზე მისულ პოლიციელებს 49 წლის მსახიობი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, იარაღით დახვდა. პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მარკესის იარაღი პნევმატური იყო. დაჭრილი მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვანესა მარკესი 1994-97 წლებში სერიალის „სასწრაფო“ სამ სეზონში ექთნის, უენდი გოლდმანის როლს ასრულებდა.

იხილეთ ვიდეო: სერიალ "სასწრაფო დახმარების" მსახიობი პოლიციელებმა მოკლეს - რა მოხდა ვანესა მარკესის სახლში?

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ