ავტორი:

ბათუმში 25 წლის გოგო მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

ბათუმში 25 წლის გოგო მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის ქალი ერაყის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში არის რეგისტრირებული და დროებით ცხოვრობს. დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ ოჯახის წევრები. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში, ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა - "რასაც თვითონ ამბობდა, გადმოხტა, იმიტომ რომ მამამ სცემა"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი