ავტორი:

პუტინის ფონდის დაფინანსებული მედიაფორუმის მონაწილე: "ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ"

პუტინის ფონდის დაფინანსებული მედიაფორუმის მონაწილე: "ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ"

ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, - ამის შესახებ კოლუმნისტმა და მწერალმა, დიმიტრი კოსირევმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ვერე პალასთან“ განუცხადა, სადაც ამ წუთებში რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით დაფინანსებული მედიაფორუმის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია პერფორმანსი იმართება.

როგორც კოსარევმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს კარგად არ იცნობს, ამიტომ ის კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჯერ კარგად უნდა გავერკვე საკითხში, რომ შემდეგ ამაზე ვწერო ან ვისაუბრო. ეს ჩემი თემა არაა. ეს არც ფორუმის თემაა. თუ ვინ მოახდინა ვისი ოკუპაცია, ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკითხს კარგად იცნობენ. მე ამას არ ვიცნობ.

მზად ვარ ამის შესახებ უფრო მეტი გავიგო. სიამოვნებით გავესაუბრები აქ შეკრებილ ადამიანებს, მოვისმენ მათ აზრს, გავესაუბრები ვინმეს მოსკოვში. ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში არ შემოუშვეს, კონფერენციის პროგრამაში იყვნენ შეყვანილი და მათ შეეძლოთ ამ საკითხებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ადამიანები არ შემოუშვეს. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე სხვა დროს ვისაუბრებთ“, - განაცხადა კოსირევმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. მათივე ინფორმაციით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები