ავტორი:

"სომხეთი კვლავ რუსული საცეცების ტყვეობაშია..." - ვინ აფრთხობს სომეხ ბიზნესმენებს რუსეთში?

"სომხეთი კვლავ რუსული საცეცების ტყვეობაშია..." - ვინ აფრთხობს სომეხ ბიზნესმენებს რუსეთში?

“რუსეთი ვერ ისვენებს და გამადიდებლით გვაკვირდება” - ასე აფასებენ სომეხი პოლიტოლოგები სომხეთში მიმდინარე პროცესებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებას - “ერევანი ისევ ბორგავს”.

newsarmenia.am-ის ცნობით, რუსულმა ელიტამ სომხეთს იური ხაჩატუროვის გარშემო ატეხილი სკანდალი არ აპატია და სომეხ ბიზნესმენებს მოუწოდა, "არცერთი კაპიკით არ დააფინანსონ ადგილობრივი მედია".

რუსეთის ხელისუფლება უკიდურესად შეაშფოთა რამდენიმე დღის წინ დაკავებული, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იური ხაჩატუროვის წინააღმდეგ აღძრულმა საქმემ. ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება ამ ფაქტს სამხედრო ბლოკის იმიჯის შელახვად აღიქვამს და ნდობის დარღვევაზე საუბრობს...

საქმე ის არის, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებამ ხაჩატუროვს ბრალი წაუყება, თუმცა, საპროცესო გარიგებით გაათავისუფლა, რასაც ადგილობრივი მედიის მწვავე კრიტიკა მოჰყვა, “ფაშინიანმა კიდევ ერთხელ ვერ გარისკა,” - წერდა სომხური მედია, რასაც მაშინვე გამოეხმაურა რუსეთის პოლიტიკური ელიტა.

ყოფილი მაღალჩინოსნების მასობრივი დაკავებების გამო, შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც, რაზეც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლა სომხეთის შიდა პოლიტიკური საქმეა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთი ასე არ მიიჩნევს.

ვითარების დარეგულირებას დიპლომატიური განცხადებებით ცდილობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც, რომელიც გამოცემა Иравунк-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ “სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში პრობლემები არ არის და თუ არის, ძალიან მალე აუცილებლად გამოსწორდება...”

გამოცემის ცნობით, ბიზნესმენები, რომლებიც რუსეთში მუშაობენ და ცხოვრობენ და ბიზნესი სომხეთში აქვთ, პუტინის ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა, რომ "არ მისცეს არცერთი კაპიკი ფაშინიანის ხელისუფლებას".

“ასევე, უამრავი სომეხი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ ბიზნესსაქმიანობას სომხეთში ეწევა, გააფრთხილეს, დაბლოკოს ყველა პროგრამა, მათ შორის ეკონომიკური და კულტურული...” - წერს გამოცემა.

Иравунк-ის წყაროს ცნობით, სომეხი ბიზნესმენები შეშინებული არიან და აცხადებენ, რომ მათ ასეთი მუქარის ტონით აქამდე არავინ დალაპარაკებია.

ხაჩატუროვის შავ-ბნელ საქმეებზე დაუფარავად წერს სომხური მედია და საუბრობენ ადგილობრივი პოლიტოლოგები.

ანალიტიკოსი სტეფან გრეგორიანი, გამოცემა aysor.am-თან საუბარში აცხადებს, რომ "ხაჩატუროვი ერთ-ერთია იმ რამდენიმე გამყიდველ გენერალს შორის, რომელმაც ყარაბაღის 2016 წლის აპრილის 4-დღიანი ომის დროს, ტერიტორიები აზერბაიჯანს მიჰყიდა":

“იმ ომს ათეულობით სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, მოღალატე გენერლები კი, ომიდან გმირის მედლებით დაბრუნდნენ..." - აცხადებს გრეგორიანი. სომხური მედიის თქმით, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია მისი ბეგრაუნდიდან და ხაჩატუროვი არაერთი, ბევრად საშიში და მოღალატური საქმის შემსრულებელია. ფაშინიანის დიპლომატიური განცხადებების კვალდაკვალ, გამოსვლებს ამკაცრებს სერგეი ლავროვი, რომელიც ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ სომხეთში ვითარება "სახიფათო ბორგვას განაგრძობს..."

მისივე შეფასებით, რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ სომხეთში ეს პროცესი არ წყდება და ქვეყანაში "ათეულის დაკავებები მიმდინარეობს". რუსული მედიის ცნობით, ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაკრავს და პრორუსულ კადრებს შეფარვით ებრძვიან, ადგილობრივი მედია კი ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმეა და რუსეთის ჩარევა ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.

"ერთის მხრივ, გასაგებია პრემიერ-მინისტრის ფრთხილი პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით, თუმცა, რა უნდა ვქნათ, თუ კი ის მუდმივი თვალთვალს გააგრძელებს? არის თუ არა გამოსავალი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტომას გრემინგერის რჩევა, რომ სომხეთი უფრო და უფრო მეტს ნიშნავს ევროპისთვის და ეს მან თავადაც უნდა დაამტკიცოს?! როგორ გავაკეთოთ ეს, როდესაც სომხეთი კვლავ რუსული საცეცების ტყვეობაში რჩება, რომელიც იმდენად ღრმაა, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოღალატე მაღალჩინოსნებსაც ვეღარ ვაკავებთ?!" - წერს სომხური მედია...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები