ავტორი:

წერეთლის გამზირზე, "საქართველოს ბანკში" მამაკაცი შეიჭრა

წერეთლის გამზირზე, "საქართველოს ბანკში" მამაკაცი შეიჭრა

წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღება კიდევ ერთხელ სცადეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ბანკის ფილიალში გუშინ შეიჭრა, თუმცა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის ადგილზევე დააკავეს და მან თანხის წაღება ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, მომხდარი „საქართველოს ბანკის“ წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.

თელავის სასამართლომ წნორში, დეიდის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა

ოზურგეთის სოფელ მელექედურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას პატიმრობა შეეფარდა