ავტორი:

ექსპერიმენტორიუმში „ნერდის დღიურის“ ყველაზე ფეთქებადი პრეზენტაცია გაიმართებ

ექსპერიმენტორიუმში „ნერდის დღიურის“ ყველაზე ფეთქებადი პრეზენტაცია გაიმართებ

„ნერდის დღიური“ - ეს არის წიგნი თანამედროვე ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის ციფრული ეპოქიდან. წიგნი 22 ენაზეა თარგმნილი და საერთაშორისო ბესტსელერს წარმოადგენს.

შაბათს, 8 სექტემბერს, 16:00 საათზე, „ექსპერიმენტორიუმში“ „ნერდის დღიურის“ პრეზენტაცია გაიმართება, ღონისძიება ბავშვების საყვარელი, აზოტის შოუთი გაიხსნება. წიგნს წარადგენს მთარგმნელი, ნინო შეყილაძე და „ლიბერკიდსის“ მეგობრები.

აზოტის შოუ ყველაზე ცივი და ფანტასტიკური სილამაზის ინტერაქტიული შოუა. დასწრებისას სასურველია ბავშვებმა ჩაიცვან თბილად, ვინაიდან თხევადი აზოტის ტემპერატურა, როგორც მთვარეზე, 196°С-ია.

ბავშვები ნახავენ, თუ რა შეუძლია თხევად აზოტს: აქციოს დიდი პატარად, ვარდი — შუშად, და ვაშლით დააჭედოს ლურსმანი! აზოტის შოუს ნახვის შემდეგ, ბავშვებს შესაძლოა გაუჩნდეთ დიდი ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების, ფიზიკისა და ქიმიის მიმართ.

პირველი 30 ადამიანი, რომელიც დარეგისტრირდება https://goo.gl/forms/vXkrX1VQghFL4p013 შეძლებს, უფასოდ დაესწროს შოუსა და ღონისძიებას!

ხოლო 20 ადამიანი, რომელიც ვერ მოასწრებს უფასოდ დარეგისტრირებას, შეძლებს ბილეთები „ექსპერიმენტორიუმში“ ადგილზე შეიძინოს.

რაც შეეხება „ნერდის დღიურს“, ის უკვე 22 ენაზეა თარგმნილი. წიგნი მოგვითხრობს 12 წლის ბიჭზე, ფილზე. ფილი დიდი ჭკუის კოლოფია. ხშირად შარშიც ეხვევა. ფილსა და მის მეგობრებს, სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, მათემატიკა, ფილმები „ვარსკვლავური ომები“, „დიდი აფეთქების თეორია“ , კომიქსები და ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს იტაცებთ! ფილი ნამდვილი ნერდია, მისი დღიური საინტერესო ისტორიებით კი მოზარდებს დაეხმარება საინტერესოდ გაატარონ დრო და ამავდროულად მიიღონ ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია.

„ნერდის დღიური“ სექტემბერში, პროექტ „ლიბერკიდსში“ გამოიცემა სქელი ყდითა და სპეციალური ილუსტრაციებით. „ლიბერკიდსი“ აერთიანებს წიგნებს 8-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის. ნერდის დღიური საუკეთესო საკითხავია ბავშვებისთვის 8 წლის ასაკიდან. ფსიქოლოგების რჩევით კი წიგნი არამარტო ბავშვებმა, არამედ მშობლებმაც უნდა წაიკითხონ.

მისამართი: ინგოროყვას ქუჩა #17, თბილისი, ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/251321408854665/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს