ავტორი:

გიგი უგულავა - ტაილანდელი ადამიანი ვნახე, სალომე ზურაბიშვილზე კარგად საუბრობდა ქართულად

გიგი უგულავა - ტაილანდელი ადამიანი ვნახე, სალომე ზურაბიშვილზე კარგად საუბრობდა ქართულად

სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად - მას განცდა არ აქვს, რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებშიც. მისივე თქმით, აღნიშნული კანდიდატის მხარდაჭერა არ სურთ მმართველ პარტიაში მყოფ პოლიტიკოსებსაც.

"ქართული ოცნების" ამომრჩევლის, დაახლოებით 30%-ს სალომე ზურაბიშვილის დანახვა არ უნდა. შეიძლება ის არ არის კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ზურაბიშვილის დანახვა არ უნდათ. სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად, განცდა არ აქვს რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი და მთავარი, წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დადის ყველა ქვეყნის სხვა პრეზიდენტებთან და ამბობს, ჩემმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე დაიწყოო ომი. ჩემი, ბაქრაძის და მიშას ზიზღს არ უნდა გადააყოლო ამ ქვეყნის ფუნდამენტი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები