ბევრჯერ გვსმენია, რომ პედაგოგების ნაწილი მოსწავლეებს სკოლისთვის შეუფერებული სამოსის გამო საყვედურობს და ხშირად, გაკვეთილებზე დასწრების უფლებასაც არ აძლევს.
Mshoblebi.ge დაინტერესდა, რა ითვლება სკოლისთვის შეუფერებლად, ვინ ადგენს ამ კრიტერიუმებს და აქვს თუ არა დირექციას უფლება, მოსწავლე გაკვეთილზე არ დაუშვას შეღებილი თმის ან დახეული ჯინსების ტარების გამო, რა პასუხიმგებლობა ეკისრება სკოლას, როცა მოსწავლეს გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგი საკლასო ოთახში არ უშვებს. ამ კითხვებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ მოსწავლის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში დირექტორიც უნდა ჩაერიოს:
რომ არსებობს მოსწავლის ქცევის კოდექსი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მოსწავლეს დისციპლინური სახდელი შეიძლება დაეკისროს. დისციპლინური სახდელი შეიძლება იყოს:
დისციპლინური სახდელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დისციპლინურ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. გაკვეთილის ჩაშლის მცდელობისთვის მოსწავლე საგნის მასწავლებლის მიერ იგზავნება დირექტორთან, რომელსაც შეუძლია მოსწავლე გაკვეთილიდან დაითხოვოს...განაგრძეთ კითხვა