ავტორი:

რუსეთში აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - აქციების ნაწილი პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა

რუსეთში აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - აქციების ნაწილი პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა

რუსეთის 60-ზე მეტ ქალაქში ჩატარებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ოვდ-ინფო“ იტყობინება.

დემონსტრანტები საპენსიო ასაკის გაზრდას აპროტესტებდნენ. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მედიის ცნობით, ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

აქციის ორგანიზატორი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იყო, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. უმეტეს შემთხვევაში გამოსვლები ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო.

აღსანიშნავია, რომ აქციები მოსკოვის მერის და რეგიონული არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა.

ჩილეში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობებსა და ორ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს - ფოტოები და ვიდეო

კორონავირუსის შემთხვევების კვლავ გაზრდის გამო, იტალიასა და შვეიცარიაში შეზღუდვები გამკაცრდა

"ეს მომენტი უკვე შორს არ არის" - დიდ ბრიტანეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენება დეკემბრის ბოლოდან დაიწყება